TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვენტუსის გეგმები ნახევარდაცვის გასაძლიერებლად

ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ფაბიანა დელა ვალემ ნახევარდაცვის გასაძლიერებლად კრისტიანო ჯუნტოლის გეგმებზე ისაუბრა.

„იუვენტუსმა გასულ ზაფხულს გუნდის ნახევარდაცვის გასაძლიერებლად დუგლას ლუისი და ტეუნ კოპმეიენრსი გაიფორმა, ეს პროცესი სეზონის ბოლოსაც გაგრძელდება.

„ჯუნტოლის მთავარი სამიზნე ნახევარდაცვაში სანდრო ტონალია და მის გასაფორმებლად ჯუნტოლი დუგლას ლუისის გაშვებას გეგმავს, ვინც ტრავმებისა და ფორმის ნაკლებობის გამო გუნდს ფაქტობრივად ვერ ეხმარება.

„კოპმეიენრსს რაც შეეხება, მისი არასტაბილური თამაშის მიუხედავად, იუვენტუსი ნიდერლანდელის შესაძლებლობებში დარწმუნებულია და მისი გაშვება არ იგეგმება.“

error: დაცული კონტენტი !