TuttoJuve

Juve per sempre sarà

იუვეს ოფიციალური განცხადება კონსეისაუს ტრავმასთან დაკავშირებით

როგორც მოსალოდნელი იყო, ფრანცისკო კონსეისაუმ J Medical-ში სამედიცინო შემოწმება ჩაიტარა და ფეხბურთელს კუნთის პრობლემა დაუდასტურდა.

ოფიციალური განცხადების მიხედვით, კონსეისაუს მარჯვენა ფეხუს წვივის კუნთის ტრავმა აქვს, ის განმეორებით შემოწმებას 10 დღეში გაივლის და ამის შემდეგ გახდება ცნობილი, როდის შეძლებს გუნდის განკარგულებაში დაბრუნებას.

კონსეისაუს თამაში ემპოლისთან მატჩში გამოირიცხა და ის დიდი ალბათობით გუნდს ვერც ჩემპიონთა ლიგაზე დაეხმარება, სადაც ბიანკონერი პსვ-ს დაუპირისპირდება.

error: დაცული კონტენტი !