TuttoJuve

Juve per sempre sarà

იუვე ბოლონიას ფორვარდის ტრანსფერით ინტერესდება

იუვენტუსი შეტევის გასაძლიერებლად შესაბამისი კადრების ძიებას აგრძელებს და ტურინული გრანდის ინტერესი ამჯერად ბოლონიას შემტევმა სანტიაგო კასტრომ დაიმსახურა.

20 წლის ფორვარდმა გასულ სეზონში თავი შესანიშნავად წარმოაჩინა, 10 გოლი გაიტანა, 8 საგოლე გადაცემა გააკეთა და არაერთი გუნდის ინტერესი დაიმსახურა.

SportMediaset-ის ცნობით, იუვენტუსმა ფეხბურთელის აგენტთან სატელეფონო საუბარი უკვე გამართა, თუმცა ამ მომენტისთვის არგენტინელი ბიანკონერის პრიორიტეტი არ არის.

61 views
error: დაცული კონტენტი !