TuttoJuve

Juve per sempre sarà

იუვენტუსი ფინანსურ წელს ბოლო პერიოდში საუკეთესო მაჩვენებლით დაუხრავს

სპორტული მიღწევების მხრივ არც თუ ისე წარმატებული სეზონის მიუხედავად, იუვენტუსის ფინანსური სიტუაცია სულ უფრო უმჯობესდება.

Calcio e Finanza-ს ინფორმაციით, ტურინული გრანდი მიმდინარე ფინანსურ წელს -10-დან +10 მილიონამდე ბალანსით დახურავს, რაც ბოლო წლების განმავლობაში საუკეთესო მაჩვენებელია.

შედარებისთვის, ტურინულმა გრანდმა გასული ფინანსური წელი 199,2 მილიონიანი ზარალით დახურა.

გუნდის ფინანსების გაუმჯობესება ხელფასების შემცირებამ, ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნებამ და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატმა გამოიწვია.

61 views
error: დაცული კონტენტი !