TuttoJuve

Juve per sempre sarà

იუვენტუსის ფეხბურთელებსა და მოტას შორის ურთიერთობა სულ უფრო იძაბება

ნიკოლო სკირას ინფორმაციით, იუვენტუსის რამდენიმე ფეხბურთელსა და ტიაგო მოტას შორის ურთიერთობა უკიდურესად დაძაბულია.

წყაროს ცნობით, მოტას ანდრეა კამბიაზოსთან, ფედერიკო გატისთან, დუშან ვლაჰოვიჩთან და კენან ილდისთან ცუდი ურთიერთობა აქვს, რაც გუშინდელ მატჩში კენანისა და დუშანის სკამზე დატოვებით კიდევ ერთხელ დადასტურდა.

სკირას თქმით, იუვენტუსი მოტას გაშვებას სეზონის ბოლომდე არ აპირებს, თუმცა ზაფხულში დიდი ალბათობით იტალო-ბრაზილიელი მწვრთნელი გუნდს დატოვებს.

34 views
error: დაცული კონტენტი !