TuttoJuve

Juve per sempre sarà

იუვენტუსს ფეიენორდის კაპიტანთან პრე-კონტრაქტის გაფორმება სურს

Tuttosport-ის ინფორმაციით, იუვენტუსის ინტერესი ფეიენორდის კაპიტანის ქუინტენ ტიმბერის მიმართ სერიოზულია.

24 წლის ნახევარმცველის მიმდინარე კონტრაქტი ნიდერლანდელებთან სეზონის ბოლოს იწურება, ამიტომ მას ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დახურვისთანავე ნებისმიერ გუნდთან პრე-კონტრაქტის გაფორმება და სეზონის ბოლოს უფასოდ გადაბარგება შეუძლია.

წყაროს ცნობით, იუვენტუსს იმედი აქვს, ნიდერლანდელ ფეხბურთელთან პირად კონტრაქტს შეათანხმებს და მის უფასოდ გაფორმებას ნაადრევად გაინაღდებს.

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !