იუვენტუსის ერთ-ერთი სამიზნე ლივერპულის კიპერია
იუვენტუსი მიკელე დი გრეგორიოს შესაძლო შემცვლელის ძიებას აგრძელებს და იტალიური მედიის ცნობით, ტურინული გრანდის ერთ-ერთი სამიზნე ალისონ ბეკერი გახლავთ.
Gazzetta dello Sport-ის ცნობით, ტურინული გრანდი მიიჩნევს, რომ 33 წლის ბრაზილიელს გუნდის გასაძლიერებლად საჭირო კლასი და გამოცდილება აქვს.
ალისონის მიმდინარე კონტრაქტი ლივერპულთან 2027 წლის ზაფხულში იწურება და გუნდში გიორგი მამარდაშვილის ყოფნის ფონზე, სეზონის ბოლოს მისი გაყიდვა გამორიცხული არ არის.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
