TuttoJuve

Juve per sempre sarà

იუვენტუსის დირექტორთა რიგებში ცვლილებები იგეგმება

26 სექტემბერს იუვენტუსის დირექტორთა საბჭოს შეკრებაა დანიშნული და დიდი ალბათობით გუნდის ხელმძღვანელობაში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდება.

Calcio e Finanza-ს ცნობით, გუნდის გენერალური დირექტორი დამიენ კომოლი დიდი ალბათობით იუვენტუსის აღმასრულებელი დირექტორი გახდება, ჯორჯო კიელინი კი გუნდის ბორდს შეუერთდება და მისი გავლენა კიდევ უფრო გაიზრდება.

იუვენტუსის ამჟამინდელ აღმასრულებელ დირექტორს მაურიციო სკანავინოს რაც შეეხება, ის ბიანკონერის რიგებს დატოვებს.

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

335 views
error: დაცული კონტენტი !