იუვენტუსს დევიდის გაფორმება გაუჭირდება
იუვენტუსი ლილის ფორვარდის ჯონათან დევიდის მიმართ ინტერესს არ კარგავს, მაგრამ ტურინულ გრანდში მისი ხილვა ფაქტობრივად გამორიცხულია.
კანადელი ფორვარდი სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტი ხდება და მის მიმართ ინტერესს არაერთი ევროპული გრანდი იჩენს, თუმცა სავარაუდოდ დევიდი კარიერას პრემიერ ლიგაში გააგრძელებს.
Sky Sport-ის ცნობით, დევიდი კონტრაქტის გაფორმების სანაცვლოდ 15 მილიონ ევროს, ხოლო წლიური ხელფასის სახით 9 მილიონ ევროს ითხოვს, რასაც აგენტის მსუყე ბონუსი ემატება. კანადელის ფინანსური მოთხოვნების დაკმაყოფილება დიდწილად მხოლოდ ინგლისურ გრანდებს შეუძლიათ…