TuttoJuve

Juve per sempre sarà

იუვენტუსსა და მატეტას შორის მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია

ნიკოლო სკირას ინფორმაციით, იუვენტუსსა და ჟან-ფილიპ მატეტას აგენტს შორის მოლაპარაკებები დაწყებულია.

ტურინული გრანდი 28 წლის ფორვარდს შეტევის გასაძლიერებლად იდეალურ კანდიდატად მოიაზრებს და მის აგენტთან პირადი კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს.

წყაროს ინფორმაციით, მხარეები 4-წლიან ხელშეკრულებაზე მუშაობენ და მოლაპარაკებები პოზიტიურად ვითარდება. მისი იუვენტუსში იანვარში ტრანსფერი რთულად წარმოსადგენია, რადგან იუვენტუსს ზამთარში მოთხოვნილი 30-35 მილიონის დახარჯვა არ შეუძლია, ამიტომ დიდი ალბათობით ბიანკონერი მატეტას ტრანსფერის დახურვას ზაფხულში ეცდება.

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !