TuttoJuve

Juve per sempre sarà

იუვენტუსს და მარსელს ვეას თაობაზე შეთანხმებამდე 5 მილიონი აშორებთ

იუვენტუსსა და მარსელს შორის ტიმოთი ვეას ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებები გრძელდება.

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, ფრანგები ამერიკელი ფეხბურთელის სანაცვლოდ იუვენტუსს ბონუსების ჩათვლით 15 მილიონ ევროს სთავაზობენ, იუვე კი თავის მხრივ 20 მილიონ ევროს ითხოვს.

მარსელმა ვეასთან პირადი კონტრაქტის დეტალები უკვე შეათანხმა, რომლის მიხედვითაც ის საფრანგეთში 2030 წლამდე დარჩება და გასამრჯელოს სახით 2.1 მილიონ ევროს მიიღებს.

გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

60 views
error: დაცული კონტენტი !