TuttoJuve

Juve per sempre sarà

იუვენტუსსა და ბენფიკას შორის სილვას ტრანსფერზე მოლაპარაკებები გრძელდება

Tuttosport-ის ინფორმაციით, იუვენტუსსა და ბენფიკას შორის ახალგაზრდა ტალანტის ანტონიო სილვას ტრანსფერზე მოლაპარაკებები აქტიურად გრძელდება.

წყაროს ცნობით, ფეხბურთელმა იუვენტუსში ტრანსფერს მწვანე შუქი უკვე აუნთო და მისი აგენტი ჟორჟე მენდეში გუნდებს შორის შუამავლის როლს ასრულებს, რომ მხარეებმა საერთო ენის გამონახვა შეძლონ.

იუვენტუსი დიდი ალბათობით ახალგაზრდა მცველს ფასიანი იჯარით გაიფორმებს, მისი შემდგომში 20-25 მილიონ ევროდ გამოსყიდვის პერსპექტივით.

error: დაცული კონტენტი !