ლონგო:“ იუვენტუსის ბოლო წინადადება რაბიოს…“
ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა დანიელე ლონგომ ადრიენ რაბიოს კონტრაქტის სიტუაციაზე ისაუბრა.
„იუვენტუსმა რაბიოს საბოლოო წინადადებით უკვე მიმართა და მის გაუმჯობესებას აღარ აპირებს. ტურინელები ფრანგს 2-წლიან კონტრაქტს სთავაზობენ, მისი კიდევ 1 სეზონით გაგრძელების პერსპექტივით, რომლის მიხედვითაც რაბიოს გასამრჯელო 7.5 მილიონი ევრო იქნეა.
„ჯუნტოლი რაბიოსგან საბოლოო პასუხს მიმდინარე თვის ბოლომდე დაელოდება, რის შემდეგაც იუვენტუსი მისი შემცვლელის ტრანსფერზე მუშაობას დაიწყებს.
„რაბიოს სიტუაციისგან დამოუკიდებლად, იუვენტუსი ნიცადან ხეფრენ ტურამის გაფორმებას გეგმავს.”