იუვეს ახალი წინადადება პსჟ-ს
იუვენტუსსა და პსჟ-ს შორის რანდალ კოლო მუანის ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებები გრძელდება.
Tuttosport-ის ცნობით, ტურინული გრანდი პარიზელებს კოლოს 1-წლიანი იჯარის სანაცვლოდ 10 მილიონ ევროს სთავაზობს, მისი შემდგომში 35 მილიონად გამოსყიდვის პერსპექტივით, რაც გარკვეული პირობების შესრულების შემთხვევაში სავალდებულო გახდება.
ბოლო დღეებში ფრანგი შემტევის მიმართ ინტერესი ინგლისურმა გუნდებმა დააფიქსირეს, მაგრამ კოლოს ტურინში დაბრუნება უნდა, რაც იუვენტუსის პოზიციებს საგრძნობლად აძლიერებს.
გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
