TuttoJuve

Juve per sempre sarà

იუვენტუსის ახალი წინადადება ფენერბაჰჩეს

იუვენტუსი იუსეფ ენ-ნესირის ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს და ფენერბაჰჩეს ახალი წინადადებით მიმართა.

თურქული წყაროების ცნობით, ტურინული გრანდი 28 წლის მოროკოელი ფორვარდის 6-თვიანი იჯარის სანაცვლოდ ფენერბაჰჩეს 5 მილიონს სთავაზობს, მისი შემდგომში 19 მილიონად გამოსყიდვის პერსპექტივით, რასაც ბონუსების სახით კიდევ 3 მილიონი დაემატება.

იუვენტუსს იმედი აქვს, ფენერბაჰჩე ამ წინადადებას დათანხმდება და მოროკოელის ტრანსფერი კვირის ბოლომდე დაიხურება.

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !