იუვენტუსის ახალი წინადადება ატალანტას…
როგორც მოსალოდნელი იყო, იუვენტუსმა ატალანტას ტეუნ კოპმეიენრსის ტრანსფერის თაობაზე გაუმჯობესებული წინადადება მოუმზადა.
ლა დეამ ბიანკონერის 45-მილიონიანი შეთავაზება უარით გაისტუმრა და ნიკოლო სკირას ინფორმაციით, იუვენტუსის ახალი წინადადება 50 მილიონი ევრო იქნება.
იუვენტუსი ნელ-ნელა მოთხოვნილ 60 მილიონ ევროს უახლოვდება და სავარაუდოდ ტრანსფერის დახურვას ბონუსების ჩათვლით 55 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეძლებს.