ოფიციალურად: იუვენტუსს ახალი დირექტორი ჰყავს
იუვენტუსმა გუნდში ახალი დირექტორის მისვლა ოფიციალურად დაადასტურა.
გუნდის ხელმძღვანელობას დარენ ბურგესი შეუერთდა, ის იუვენტუსის ფერფორმანსის დირექტორი იქნება, მის მოვალეობაში ფეხბურთელების საუკეთესო კონდიციებში ყოფნა და ტრავმების მაქსიმალურად შემცირება, ასევე ტრავმირებული ფეხბურთელების სარეაბილიტაციო პროცესის გამარტივება იქნება.
ოფიციალური განცხადების მიხედვით, ბურგესს ამ სფეროში მუშაობის 25-წლიანი გამოცდილება აქვს და თავის სფეროში ერთ-ერთ წამყვან სპეციალისტად მოიაზრება. მას კარიერაში არაერთ გამორჩეულ გუნდში, მათ შორის არსენალში უმუშავია, ასევე აქვს NFL-სა და NBA-ში მუშაობის გამოცდილება.
La Juventus è lieta di annunciare l’arrivo di Darren Burgess che ricoprirà il ruolo di Director of Performance. 🤝⚪️⚫
— JuventusFC (@juventusfc) September 24, 2025
