იუვენტუსის ახალი დირექტორი:“ მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი გუნდისთვის უარის თქმა შეუძლებელი იყო“
იუვენტუსის ახალმა დირექტორმა დარენ ბურგესმა, ვინც ფეხბურთელების ფიტნესზე იქნება პასუხისმგებელი, ავსტრალიურ გუნდ ქროუს დაემშვიდობა, სადაც ის ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობდა.
„ქროუს რიგებში შესანიშნავი დრო გავატარე, ჩვენ ერთად დიდი სამუშაო გავწიეთ და გუნდის პროგრესში დიდი წვლილი შევიტანეთ.
„აქ დარჩენა და გუნდის პროგრესისთვის თვალის მიდევნება შესანიშნავი იქნებოდა, მაგრამ მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი გუნდის რიგებში მუშაობა არის ის შანსი, რომელიც ცხოვრებაში იშვიათად გეძლევა და მასზე უარს ვერ ვიტყოდი.“
შეგახსენებთ, დამიენ კომოლისა და დარენ ბრუგესს ერთად მუშაობის გამოცდილება უკვე აქვთ. ისინი ლივერპულში 2010-12 წლებში მუშაობდნენ, კომოლი სპორტული დირექტორის, ხოლო ბრუგესი ფიტნეს მწვრთნელის პოზიციაზე.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
