TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვენტუსს არტურის მსურველების პოვნა უჭირს…

არტური იუვენტუსის პროექტს მიღმა რჩება და ბიანკონერი მის გაყიდვას კიდევ ერთხელ იანვარში ეცდება, თუმცა ჯერჯერობით ბრაზილიელის მიმართ სერიოზულ ინტერესს არც ერთი გუნდი არ იჩენს.

ფიორენტინაში ჩატარებული პოზიტიური სეზონის შემდეგ, ზაფხულში არტურის გაფორმების სურვილი რამდენიმე გუნდმა გამოთქვა, მაგრამ პრობლემა მისი მაღალი ხელფასი – 6 მილიონი ევროა.

SportItalia-ს ცნობით, ჯუნტოლის იანვარში არტურის საბოლოოდ გაყიდვა სურს და მისი იჯარით გაშვებას არ განიხილავს, მაგრამ ამ მომენტისთვის ბრაზილიელის მიმართ სერიოზულ ინტერესს არც ერთი გუნდი არ იჩენს და დიდია ალბათობა, სეზონის ბოლომდე მას უსაქმოდ ყოფნა მოუწიოს…

error: დაცული კონტენტი !