TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ოფიციალურად: იუვენტუსის 2 ფეხბურთელი ოქროს ბიჭუნას ჯილდოს ნომინანტთა ფინალურ სიაში

გამოცემა Tuttosport-მა ყოველწლიური ჯილდო Golden Boy-ს ნომინანტთა 25-კაციანი სია წარადგინა, რომელშიც გამოცემის აზრით ევროპის საუკეთესო ტალანტებია შეყვანილი.

სიაში სერია ა-ს 2 ფეხბურთელი მოხვდა და ორივე მათგანი იუვენტუსის რიგებში თამაშობს. ყველაზე ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელის წოდებისთვის კენან ილდისი და სამუელ მბანგულა იბრძოლებენ.