TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვენტუსის 11 ფეხბურთელი ნაკრებებში გამოიძახეს

მომდევნო სანაკრებო პაუზის დროს თავიანთ ნაკრებებს იუვენტუსის 11 ფეხბურთელი დაეხმარება.

იტალიის ნაკრებში ანდრეა კამბიაზო, მიკელე დი გრეგორიო და ნიკოლო ფაჯოლი ითამაშებენ. მათ გარდა, ნაკრებებში გამოიძახეს კონსეისაუ, ილდისი, დანილო, კაბალი და მაკკენი.

სამუელ მბანგულა, ნიკოლო სავონა და იონას რუჰი კი 21-წლამდელთა ნაკრებებში ითამაშებენ.