იუვენტუსში სერიოზული ცვლილებებია…
ჯონ ელკანი იუვენტუსის ხელმძღვანელობაში სერიოზულ ცვლილებებს გეგმავს.
იტალიური მედიის ინფორმაციით, ტურინულ გრანდში ადგილი გარანტირებული მხოლოდ ჯორჯო კიელინის აქვს, ხოლო სხვა პირებს, მათ შორის კრისტიანო ჯუნტოლისა და მაურიციო სკანავინოს, შესაძლოა ტურინული გრანდის დატოვება მოუწიოთ.
ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, იუვენტუსის ხელმძღვანელობას შეუერთდება ფრანგული ტულუზას მოქმედი პრეზიდენტი დამიენ კომოლი. მან დაკავებული თანამდებობა უკვე დატოვა და მომდევნო კვირაში ბიანკონერის რიგებს ოფიციალურად შეუერთდება.
ასევე მოსალოდენლია, რომ იუვენტუსში დაბრუნდება ცნობილი სკაუტი მატეო ტონგოცი, ვინც თავის დროზე ისეთ ტალანტები აღმოაჩინა, როგორებიცაა კენან ილდისი, მატიას სულე და დინ ჰეისენი…