იუვენტუსსა და ჰანცკოს შორის შეთანხმება მიღწეულია
ტურინული გამოცემა Tuttosport-ის ინფორმაციით, იუვენტუსსა და ფეიენორდის მცველს დავიდ ჰანცკოს შორის პირადი კონტრაქტის თაობაზე შეთანხმება უკვე არსებობს.
წყაროს ცნობით, მხარეები 5-წლიან კონტრაქტზე შეთანხმდნენ, რომლის მიხედვითად სლოვაკი მცველის წლიური გასამრჯელო 2.5 მილიონი ევრო და ბონუსები იქნება.
პრობლემა ფეიენორდის პოზიციაა, ნიდერლანდელებს იანვარში გუნდის ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელის დაკარგვა არ სურთ, ამიტომ დიდია ალბათობა, იუვენტუსს ჰანცკოს გასაფორმებლად მოცდა სეზონის ბოლომდე მოუწიოს.