იუვენტუსს ილდისთან კონტრაქტის გახანგრძლივება უახლოეს კვირებში სურს
Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, იუვენტუსი კენან ილდისის ახალი კონტრაქტის თაობაზე მუშაობას აჩქარებს.
წყაროს ცნობით, ტურინულ გრანდს სურს, თურქმა ფეხბურთელმა ახალ ხელშეკრულებას ხელი სეზონის ბოლომდე მოაწეროს.
გამოცემის ინფორმაციით, იუვენტუსი მზად არის, ილდისს კონტრაქტი 2031 წლამდე გაუხანგრძლივოს, მისი გასამრჯელო 6 მილიონამდე გაზარდოს და რაც მთავარია, მას წარუდგინოს პროექტი, რომელიც მომევნო წლებში ამბიციური იქნება და ტიტულებისთვის ბრძოლის შესაძლებლობას მისცემს.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
