იუვენტუსმა კელისთან პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა
დანიელე ლონგოს ინფორმაციით, იუვენტუსი ლლოიდ კელის ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს.
წყაროს ცნობით, ტურინულმა გრანდმა ინგლისელ მცველთან პირადი კონტრაქტის დეტალები უკვე შეათანხმა და საერთო ენის გამონახვას ნიუკასლთან ცდილობს.
იუვენტუსი ფეხბურთელის იჯარით აყვანას ცდილობს, ინგლისელები კი ჯერჯერობით უარს ამბობენ და მის სანაცვლოდ 20 მილიონ ევროს ითხოვენ.