იუვენტუსმა დანილოსთან კონტრაქტი გაწყვიტა
იუვენტუსსა და დანილოს შორის კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყდა.
ბიანკონერის კაპიტანი გუნდის ყოველგვარი კომპენსაციის გარეშე დატოვებას დათანხმდა, რაც ტურინულ გრანდს დაახლოებით 3-4 მილიონ ევროს დააზოგინებს.
დანილოს უფასოდ გაფორმებას ნაპოლი ცდილობდა, თუმცა ბრაზილიელმა სხვა იტალიურ გუნდში თამაშზე უარი თქვა, სამშობლოში დაბრუნება გადაწყვიტა და ფლამენგოსთან 2-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.
33 წლის ფეხბურთელმა იუვენტუსის რიგებში 213 მატჩი ჩაატარა, მის აქტივში 9 გოლი, 14 საგოლე გადაცემა და 4 ტიტული, მათ შორის 2019/20 წლების სკუდეტო გახლავთ.