იუვენტუსმა არაბების წინადადება უარით გაისტუმრა და ახალი სპონსორის ძიებას აგრძელებს
იუვენტუსის ხელმძღვანელობა მაისურის ახალი მთავარი სპონსორის ძიებას აქტიურად აგრძელებს.
ტურინულ გრანდთან მოლაპარაკებებს Riyadh Air-ი აწარმოებდა, არაბული კომპანია ბიანკონერის 6-წლიან კონტრაქტს სთავაზობდა, რომლის მიხედვითაც იუვენტუსი 120 მილიონს მიიღებდა, თუმცა ბიანკონერიმ ამ წინადადებაზე უარი თქვა.
იუვენტუსი Jeep-თან თანამშრომლობით სეზონში დაახლოებით 45 მილიონ ევროს გამოიმუშავებდა და გუნდის ხელმძღვანელობას ახალი სპონსორისგან დაახლოებით იმავე თანხის მიღება სურს.