იუვენტუსის ინტერესი ტეოს მიმართ მორეტომაც დაადასტურა
ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა მატეო მორეტომ ფაბრიციო რომანოს YouTube-ს არხზე საუბრისას დაადასტურა, რომ იუვენტუსი მილანის უკანახაზელის ტეო ერნანდესის ტრანსფერით ინტერესდება.
„მილანსა და ტეო ერნანდესს შორის ახალი კონტრაქტის თაობაზე შეთანხმება ჯერ ვერ ხერხდება. ფრანგის მიმართ ინტერესს ბევრი გუნდი იჩენს და მათ რიგებს გუშინ იუვენტუსიც შეუერთდა.“
ტურინული გრანდი ტეოს ანდრეა კამბიაზოს ერთ-ერთ პოტენციურ შემცვლელად მოიაზრებს.