იუვენტუსი ანტონიო კონტეს დაბრუნებას განიხილავს
იტალიური მედიის ცნობით, იუვენტუსი ტიაგო მოტას ერთ-ერთ პოტენციურ შემცვლელად ანტონიო კონტეს განიხილავს.
ნიკოლო სკირას ცნობით, თუ კონტეს კანდიდატურა გასულ ზაფხულს არც კი განიხილებოდა, ახლა იუვენტუსის ლეგენდარული ფეხბურთელისა და მწვრთნელის კანდიდატურა განხილვის აქტიური საგანია.
წყაროს ინფორმაციით, ხვიჩა კვარაცხელიას გაყიდვის შემდეგ ანტონიო კონტესა და აურელიო დე ლაურენტისს შორის ურთიერთობა საგრძნობლად გაუარესდა, ამიტომ დიდია ალბათობა, კონტემ გუნდი სეზონის ბოლოს დატოვოს.
კონტეს იუვენტუსში დაბრუნება აქამდეც უნდოდა და მასთან პირადი კონტრაქტის შეთანხმება პრობლემა არ იქნება.