TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვენტუსმა ვლაჰოვიჩის აგენტთან შეხვედრა ჩანიშნა

იტალიური მედიის ინფორმაციით, იუვენტუსი დუშან ვლაჰოვიჩის აგენტს მიმდინარე თვის ბოლოს შეხვდება და მხარეები ახალი კონტრაქტის თაობაზე მუშაობას გააგრძელებენ.

სერბი ფორვარდის მიმდინარე კონტრაქტი იუვენტუსთან 2026 წლის ზაფხულში იწურება და მიმდინარე სეზონიდან მისი წლიური გასამრჯელო 12 მილიონ ევრომდე გაიზარდა, ტურინულ გრანდს კი ხელშეკრულების გახანგრძლივება და მისი ხელფასის შემცირება სურს.

Il Bianconero-ს ცნობით, ჯუნტოლი ვლაჰოვიჩის აგენტს თვის ბოლოს შეხვდება და სერბს კონტრაქტის 2028 წლამდე გაგრძელებას შეთავაზებს, რომლის მიხედვითაც მისი გასამრჯელო 9-10 მილიონი ევრო იქნება.