იუვენტუსმა ვლაჰოვიჩის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო
Corriere dello Sport-ის ცნობით, იუვენტუსმა დუშან ვლაჰოვიჩის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო.
წყაროს ინფორმაციით, ტურინულ გრანდსა და სერბ ფორვარდს შორის გზები მიმდინარე სეზონის ბოლოს გაიყოფა.
გამოცემის ცნობით, მთავარი პრობლემა ვლაჰოვიჩის კონტრაქტია, სერბი ხელფასის შემცირებაზე უარს ამბობს, ამიტომ ბიანკონერის მისი გაყიდვა მოუწევს.
ხელფასის გარდა, ვლაჰოვიჩი ტიაგო მოტასთვის იდეალური სტილის ფორვარდი არ არის, ამიტომ მისი გუნდში დარჩენა ფაქტობრივად გამორიცხულია.