იუვენტუსმა ვლაჰოვიჩის პრიორიტეტული შემცვლელი შეარჩია
დუშან ვლაჰოვიჩის იუვენტუსიდან წასვლა ფაქტობრივად გადაწყვეტილია და ტურინული გრანდი სერბი ფორვარის პოტენციური შემცვლელების ძიებას უკვე შეუდგა.
იუვენტუსის ინსაიდერის ჯოვანი ალბანეზეს ცნობით, ბიანკონერის ერთ-ერთი სამიზნე ზაფხულში პარმას შემტევი მატეო პელეგრინო იქნება.
24 წლის ფორვარდის აქტივში მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 20 მატჩში 8 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა. მისი გაფორმება ტურინულ გრანდს დაახლოებით 25-30 მილიონად შეეძლება.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
