TuttoJuve

Juve per sempre sarà

იუვენტუსმა ვლაჰოვიჩის პრიორიტეტული შემცვლელი შეარჩია

იუვენტუსი უახლოეს პერიოდში დუშან ვლაჰოვიჩთან ახალი კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკებებს განაახლებს, მაგრამ ამ მომენტისთვის მისი ტურინში დარჩენის შანსი მიზერულია და დიდი ალბათობით სერბი იუვენტუსს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.

Tuttosport-ის ინფორმაციით, დამიენ კომოლის ვლაჰოვიჩის პრიორიტეტული შემცვლელი უკვე შერჩეული ჰყავს.

წყაროს ცნობით, ტურინული გრანდი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ჯოშა ზირკზეეს გაფორმებას ეცდება, მისი ალტერნატივა კი ადემოლა ლუკმანი გახლავთ.

გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

386 views
error: დაცული კონტენტი !