TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვენტუსმა ვლაჰოვიჩის აგენტთან შეხვედრა გააუქმა, სერბის გუნდიდან წასვლა საბოლოოდ გადაწყდა

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, იუვენტუსსა და დუშან ვლაჰოვიჩის აგენტს შორის ახალი კონტრაქტის თაობაზე შეხვედრა მიმდინარე თვის ბოლოს უნდა გამართულიყო, თუმცა მხარეებს შორის დაგეგმილი მიტინგი გაუქმდა.

წყაროს ცნობით, გუნდის ხელმძღვანელობა დუშანის თამაშით უკმაყოფილოა და ის ბიანკონერის გეგმებში აღარ შედის, ამიტომ სერბთან ახალი კონტრაქტის გაფორმება აღარ განიხილება.

იუვენტუსი ვლაჰოვიჩის გაყიდვას სეზონის ბოლოს 30-35 მილიონი ევროს სანაცვლოდ ეცდება.

error: დაცული კონტენტი !