TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვეს ვლაჰოვიჩის ოსიმენის ტრანსფერში გამოყენება სურდა, თუმცა სერბმა უარი თქვა…

იტალიური გამოცემა Corriere della Sera-ს ინფორმაციით, იუვენტუსმა დუშან ვლაჰოვიჩის გამოყენება ვიქტორ ოსიმენის გასაფორმებლად სცადა, თუმცა სერბის პოზიციამ ბარტერი ჩაშალა.

წყაროს ცნობით, ტურინული გრანდი ნაპოლის ოსიმენის სანაცვლოდ ფულთან ერთად დუშან ვლაჰოვიჩს სთავაზობდა და პარტენოპეი ასეთი ფორმულის წინააღმდეგი არ იყო, მაგრამ ვლაჰოვიჩმა ნაპოლიში გადასვლაზე უარი თქვა.

დუშანს კონტრაქტის ამოწურვამდე ტურინში დარჩენა და გუნდის უფასოდ დატოვება უნდა, ამ შემთხვევაში კი იუვენტუსი მას გუნდიდან მოკვეთს და მას სეზონის გატარება ფეხბურთის გარეშე მოუწევს.

გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !