იუვემ ვიცე-ვლაჰოვიჩის პოზიციაზე ორი სამიზნე შეარჩია
იუვენტუსი ვიცე-ვლაჰოვიჩის ძიებას აგრძელებს და Tuttosport-ის ინფორმაციით, კრისტიანო ჯუნტოლის ორი პრიორიტეტული სამიზნე შერჩეული ჰყავს.
წყაროს ცნობით, არკადიუშ მილიკის გაყიდვის შემდეგ, იუვენტუსი ჰოფენჰაიმიდან მაქსიმილიან ბეიერის და რენის არნო კალიმუენდოს გაფორმებას ეცდება.
გერმანელი ფეხბურთელი დაახლოებით 30-35 მილიონი ევრო ღირს, ფრანგი კი 25 მილიონად არის შეფასებული.