იუვენტუსმა ტურამთან პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა
იტალიელი ჟურნალისტის ნიკ სემერაროს ინფორმაციით, იუვენტუსმა ნიცას ნახევარმცველთან მარკუს ტურამთან პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა.
წყაროს ცნობით, მხარეები 5-წლიან ხელშეკრულებაზე შეთანხმდნენ, რომლის მიხედვითაც მისი გასამრჯელო სეზონში 2 მილიონი ევრო და ბონუსები იქნება.
მოლაპარაკებები გრძელდება ნიცასთანაც, ფრანგები ფეხბურთელის სანაცვლოდ 20 მილიონ ევროს ითხოვენ, თუმცა ბიანკონერი ტრანსფერში არკადიუშ მილიკის ან მოიზე კინის გამოყენებას და ფასის შემცირებას ეცდება.