იუვენტუსმა ტომორიზე უარი თქვა და ორ ალტერნატივაზე მუშაობს
ალფრედო პედულას ინფორმაციით, იუვენტუსმა ფიკაიო ტომორის ტრანსფერზე მუშაობა შეწყვიტა.
წყაროს ცნობით, ტურინული გრანდის ხელმძღვანელობა გუშინდელი მატჩის მსვლელობისას ტომორის თამაშით არ მოიხიბლა და მის ტრანსფერზე უარის თქმა გადაწყვიტა.
ბიანკონერი ამ მომენტისთვის ნიუკასლის ლოიდ კელისა და ლენსის კევინ დანსოს ტრანსფერებზე მუშაობს.