TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვენტუსმა სილვას აგენტთან მოლაპარაკებები უკვე დაიწყო

იტალიური მედიის ცნობით, იუვენტუსმა ფულჰემის მთავარ მწვრთნელთან მარკო სილვასთან მოლაპარაკებები უკვე დაიწყო.

Corriere dello Sport-ს ცნობით, დამიენ კომოლი სეზონისთვის მზადებას უკვე შეუდგა და მისი მთავარი ამოცანა მწვრთნელის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებაა.

წყაროს ინფორმაციით, ამ მომენტისთვის იუვენტუსის ფავორიტი კანდიდატი სწორედ სილვა გახლავთ. კომოლისა და პორტუგალიელი სპეციალისტის აგენტს ჟორჟე მენდეშს შორის სატელეფონო საუბარი უკვე გაიმართა.

გამოცემის ინფორმაციით, არც ის არის გამორიცხული, რომ იუვენტუსმა იგორ ტუდორის გუნდში დატოვების გადაწყვეტილება მიიღოს.

error: დაცული კონტენტი !