TuttoJuve

Juve per sempre sarà

იუვენტუსმა შესაძლოა კონსეისაუ გამოისყიდოს

შიკო კონსეისაუს პორტუში დაბრუნება რამდენიმე კვირის წინ ფაქტობრივად გადაწყვეტილი იყო, თუმცა იუვენტუსში მიმდინარე ცვლილებების ფონზე, სიტუაცია შესაძლოა შეიცვალოს.

მირკო დი ნატალეს ინფორმაციით, გუნდის ხელმძღვანელობა კონსეისაუს მსოფლიო ჩემპიონატის მსვლელობისას დააკვირდება და თუ მან თავი კარგად წარმოაჩინა, იუვენტუსი ფეხბურთელს 30 მილიონი ევროს სანაცვლოდ გამოისყიდის.

უმნიშვნელოვანესი იქნება იგორ ტუდორის პოზიციაც, ვინც დიდი ალბათობით მომდევნო სეზონში იუვენტუსის მწვრთნელის პოზიციაზე დარჩება.

error: დაცული კონტენტი !