იუვენტუსმა სენესის ორი ლატერნატივა შეარჩია
იუვენტუსსა და მარკოს სენესის შორის მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა.
არგენტინელი მცველი წლიურად ბონუსების ჩათვლით 5 მილიონ ევროს ითხოვს, იუვენტუსი კი მისთვის სეზონში 3 მილიონზე მეტის გადახდას არ აპირებს, სიტუაციას კი ინგლისური გუნდების მხრიდან არსებული ინტერესი ართულებს.
Tuttosport-ის ცნობით, ამ მომენტისთვის სენესის ალტერნატივებად მუჰარემოვიჩი და კივიორი მოიაზრებიან.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
