TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვენტუსმა სანჩოს ტრანსფერზე მუშაობა განაახლა

იტალიელი ჟურნალისტის ნიკ სემერაროს ინფორმაციით, იუვენტუსმა მანჩესტერ იუნაიტედის ვინგერის ჯეიდონ სანჩოს ტრანსფერზე მუშაობა განაახლა.

წყაროს ცნობით, ტურინულმა გრანდმა ფეხბურთელის თაობაზე ინფორმაცია გამოითხოვა და როგორც ჩანს, წითელი ეშმაკები მისი გაშვების წინააღმდეგები არ არიან, თუ შესაბამის წინადადებას მიიღებენ.

ბიანკონერი სანჩოს გაფორმებას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ უახლოეს დღეებში გუნდი ფედერიკო კიეზას გაყიდის.