TuttoJuve

Juve per sempre sarà

იუვენტუსმა პირველი ამხანაგური მატჩი ჩანიშნა

იუვენტუსი კონტინასაზე სეზონისთვის მომზადებას 24 ივლისს შეუდგება, 2 აგვისტოს კი გუნდი პირველ ამხანაგურ მატჩს გამართავს.

ტურინული გრანდი სეზონისთვის მოსამზადებელ პერიოდში პირველ შეხვედრას სერია ბ-ში მოასპარეზე რეჯინას წინააღმდეგ ჩაატარებს. შეხვედრა დახურულ კარს მიღმა გაიმართება და მას ქომაგები ვერ დაესწრებიან, თუმცა მატჩის ტრანსლაცია დიდი ალბათობით იუვენტუსის ოფიციალურ ვებ-გვერდზე იქნება ხელმისაწვდომი.

რეჯინას გარდა, ტურინული გრანდი 10 აგვისტოს გერმანიაში დორტმუნდს დაუპირისპირდება, ასევე გაიმართება ტრადიციული შეხვედრა ბიანკონერის პრიმავერასთან.

54 views
error: დაცული კონტენტი !