TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვენტუსმა პერინთან და გატისთან კონტრაქტები გაახანგრძლივა

იუვენტუსმა მატია პერინთან და ფედერიკო გატისთან ახალი კონტრაქტების დეტალები შეათანხმა.

იტალიელმა კიპერმა მიმდინარე კონტრაქტი 2 წლით გაახანგრძლივა და ის ტურინული გრანდის ღირსებას 2027 წლის ზაფხულამდე დაიცავს.

გატის რაც შეეხება, ფედერიკოს ახალი ხელშეკრულება 2029 წლის ზაფხულამდეა გათვლილი, მისი წლიური გასამრჯელო ბონუსების ჩათვლით 2.5 მილიონ ევრომდე გაიზრდება.

იუვენტუსი პერინისა და გატის კონტრაქტების გახანგრძლივებას უახლოეს პერიოდში ოფიციალურად დაადასტურებს.