TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვენტუსმა ოსიმენის ტრანსფერზე მუშაობა განაახლა

ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, იუვენტუსსა და ვიქტორ ოსიმენის აგენტს შორის მოლაპარაკებები განახლდა.

წყაროს ცნობით, გასულ დღეებში ტურინული გრანდი ნიგერიელ ფორვარდთან პირადი კონტრაქტის დეტალების შეთანხმებას ცდილობდა, რის შემდეგაც მოლაპარაკებები უშუალოდ ნაპოლისთან დაიწყება.

აუდელიო დე ლაურენტისს ოსიმენის იუვენტუსში გაშვება არ სურდა, მაგრამ ნიგერიელი ფორვარდის მიმართ ინტერესი არც თუ ისე დიდია, ამიტომ შესაბამისი წინადადების შემთხვევაში ოსიმენი იუვენტუსის რიგებს შეუერთდება.

გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !