იუვენტუსმა ნუნიესის თაობაზე ინფორმაცია გამოითხოვა
ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, იუვენტუსმა ალ-ჰილალის ფორვარდის დარვინ ნუნიესის თაობაზე ინფორმაცია გამოითხოვა.
წყაროს ცნობით, 26 წლის ურუგვაელს სეზონის ბოლოს ევროპაში დაბრუნება სურს და მისი გაშვების წინააღმდეგი გუნდის თავკაცი სიმონე ინძაგი იქნება.
იუვენტუსს ნუნიესის გაფორმება ზაფხულში დაახლოებით 25-30 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეეძლება.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
