იუვენტუსმა ნკუნკუს თაობაზე ინფორმაცია გამოითხოვა
იტალიელი ჟურნალისტის რუდი გალეტის ინფორმაციით, იუვენტუსი ჩელსის ფორვარდის კრისტოფერ ნკუნკუს ტრანსფერით ინტერესდება.
27 წლის შემტევი ლონდონურ გუნდს სეზონის ბოლოს დატოვებს და წყაროს ცნობით, იუვენტუსი მის ერთ-ერთ პოტენციურ მსურველად მოიაზრება.
ჩელსი ფრანგი ფეხბურთელის სანაცვლოდ დაახლოებით 50-55 მილიონ ევროს ითხოვს.

 
                 
                 
                