იუვენტუსმა ნახევარდაცვის გასაძლიერებლად იანვრისთვის 2 კანდიდატი შეარჩია
დამიენ კომოლის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა იანვარში ნახევარდაცვის ხაზის გაძლიერება იქნება და ტურინულ გრანდს 2 პოტენციური სამიზნე შერჩეული ჰყავს.
Tuttomercato-ს ინფორმაციით, იუვენტუსი დანიელი ფეხბურთელების მორტენ ფრენდრუპის ან პიერ ჰოიბერგის გაფორმებას ეცდება.
წყაროს ცნობით, ფრენდრუპის გაფორმება ამ მომენტისთვის რთულად წარმოსადგენია, რადგან ჯენოას ნახევარმცველის მიმართ ინტერესს არაერთი გრანდი იჩენს, ხოლო ჰოიბერგის გაშვება მარსელს არ სურს, მაგრამ თუ იუვენტუსი ტრანსფერში მანუელ ლოკატელის ჩართვას გადაწყვეტს, ვისი ხილვაც მარსელში რობერტო დე ძერბის სურს, მხარეებს საერთო ენის გამონახვა არ გაუჭირდებათ.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
