TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვემ მსურველებს ვლაჰოვიჩის ფასი შეუთვალა

ბრიტანული გამოცემა CaughtOffisde-ს ინფრომაციით, იუვენტუსი იანვარში დუშან ვლაჰოვიჩის გაყიდვის წინააღმდეგი არ იქნება, თუ იქამდე სერბმა ახალი კონტრაქტი არ გააფორმა.

ვლაჰოვიჩის მიმდინარე ხელშეკრულება ტურინულ გრანდთან 2026 წლის ზაფხულში იწურება და ბიანკონერის სერბთან კონტრაქტის კიდევ 2-3 წლით გახანგრძლივება სურს, ხელფასის სახით კი 12 მილიონის ნაცვლად 9-10 მილიონს სთავაზობს.

წყაროს ცნობით, თუ ვლაჰოვიჩმა ხელფასის შემცირებაზე უარი თქვა, იუვენტუსი იანვარში მის 60-65 მილიონად გაყიდვაზე უარს არ იტყვის.

ვლაჰოვიჩს გასულ თვეებში არაერთ ევროპულ გრანდს უკავშირებდნენ, მათ შორის კი ყველაზე მეტად არსენალი აქტიურობს.