TuttoJuve

Juve per sempre sarà

იუვემ მსურველებს გატის ფასი შეუთვალა

იტალიური მედიის ცნობით, იუვენტუსი ზაფხულში ფედერიკო გატის გაყიდვის წინააღმდეგი არ იქნება.

იტალიელი მცველის მიმართ გასულ ზაფხულს ინტერესს ინგლისური გუნდები იჩენდნენ და Tuttomercato-ს ინფორმაციით, თუ რომელიმე მათგანი სეზონის ბოლოს გატის სანაცვლოდ 30 მილიონ ევროს გადაიხდის, ბიანკონერი ფეხბურთელის გაყიდვის წინააღმდეგი არ იქნება.

წყაროს ცნობით, სიტუაცია შესაძლოა იმ შემთხვევაში შეიცვალოს, თუ მწვრთნელმა, იქნება ეს ტუდორი თუ სხვა, გატის გუნდში დარჩენა მოითხოვა.

45 views
error: დაცული კონტენტი !